Express Bank მომხმარებელს ახალ სარგებელს სთავაზობს

Express Bank-ი, ყველას, ვინც 30 სექტემბრის ჩათვლით გახსნის Express ანაბარს ლარში, დამატებით საჩუქრად 1% სარგებელს სთავაზობს.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Express Bank-ში მინიმუმ 10 ლარით გახსნას Express ანაბარი და ნებისმიერ დროს ნებისმიერი მოცულობის თანხა დაამატოს დანაზოგს. თანხის დამატება შესაძლებელია როგორც Express Bank-ის სერვისცენტრების საშუალებით, ასევე ინტერნეტბანკით, Express Bank-ის გადახდის აპარატებით, მუდმივი საგადასახადო დავალებით და ელექტრონული ყულაბით.

Express ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ლარის, ასევე აშშ დოლარის, ევროს და გირვანქა სტერლინგის ვალუტაში. Express ანაბრის ვადაა 6/12 თვე, ანაბრის გატანისას მომხმარებელი არ იხდის თანხის გატანის საკომისიოს. "Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად სთავაზობს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მომხმარებელს შეუძლია www.ebank.ge ეწვიოს.