მობილური რეკლამის შემოსავალი მსოფლიოში 64,8%-ით გაიზარდა

ინტერაქტიური რეკლამის ბიუროს (IAB)-ის ინფორმაციით, 2014 წელს მობილური რეკლამის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 31,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 64,8%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

IAB-ის ცნობით, გასულ წელს სარეკლამო ბაზრის შემოსავლის თითქმის ნახევარი - 47,4% შეადგინა და ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 88,1% ჰქონდა ბანერულ რეკლამას.

მთლიანი შემოსავლის 46,1% შეადგინა საძიებო რეკლამამ, რომელიც 2013 წელთან შედარებით, 55,2%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე დიდი ზრდა ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირდა და მისმა წილმა სარეკლამო შემოსავლების 44,9% შეადგინა, აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში - 36,5%, ხოლო ევროპაში - 16,6%.