თბილისში სემინარს კომპანია "სტარტაპ ექსესის" წარმომადგენელი ელენა კადეიკინა გამართავს

გინდათ დაიწყოთ ბიზნესი? გაინტერესებთ საერთაშორისო გამოცდილება? მხოლოდ 2-5 სექტემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით კომპანია “ Startup Access”-ის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეწარმეობის ფორუმის წარმომადგენელი ელენა კადეიკინა ეწვევა.

მეწარმეობის, ინოვაციების და სტარტ-აპ კომპანიების საჭიროებების შესახებ სემინარს ელენა კადეიკინა 2 სექტემბერს, 19:00 - 21:00 სთ-ზე, ჯეოლაბში გამართავს.

შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ჯეოლაბი.