აშშ რუსულ კომპანიებს ახალ სანქციებს უწესებს

აშშ რამდენიმე რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს."ბიბისის" ცნობით, რუსულ იურიდიულ პირებს სანქციები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო დაუწესდებათ.  სამიზნე კომპანიებს შორის მოხვდნენ კორპორაცია "მიგი" და "როსობორონექსპორტი", რომელთათვისაც ეს პირველი სანქცია არ იქნება, ასევე კომპანია "კათოდი".

აშშ-ის ე.წ. შავ სიაში ასევე მოხვდებიან ჩინური, ჩრდილოკორეული, არაბული, სირიული, სუდანური, ირანული და თურქული კომპანიებიც. სანქციების ფარგლებში შეწყდება ყველა მიმდინარე ლიცენზია.