ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, შესაძლოა, 2016 წლის მარტამდე გაახანგრძლივოს

ევროპულმა კავშირმა შესაძლოა, რუსეთისა და დონბასის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2016 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივოს. ამის შესახებ "The Wall Streer Journal" იუწყება.  გამოცემის ინფორმაციით, სანქციები, რომლებიც შემოღებულია თითქმის 200 რუსი და უკრაინელი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, შესაძლოა გახანგრძლივდეს მოსკოვზე ზეწოლის გასაგრძელებლად.

გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება მიღებული, რადგან მანამდე მიღებული გადაწყვეტილება სანქციების შესახებ სწორედ 2015 წლის 15 სექტემბერს იწურება.