Google-ს ახალი ლოგო აქვს

ინტერნეტ საძიებო გიგანტმა Google ახალი ლოგო წარადგინა, რომელიც წინა ლოგოსგან ფერითა და შრიფტით განსხვავდება.

კომპანიის წარმომადგენელებმა ახალ ლოგოს „მარტივი, ლაკონური, ფერადი და მეგობრული“ უწოდეს.

მათივე თქმით, Google-ის ახალი ლოგო გაცილებით უკეთ „მოერგება“ სხვადასხვა ზომის ეკრანებს. გარდა ამისა, კომპანიამ ახალი ლოგოტიპი წარადგინა მობილური აპლიკაციებისთვის, რომელიც მრავალფეროვანი G-ის სახით არის წარმოდგენილი.

Google 1998 წელს დაარსდა და პირველი ლოგოც იმავე წელს წარადგინა. ამ ხნის განმავლობაში Google-მა ლოგო ხუთჯერ გამოცვალა, ბოლო ცვლილება 2013 წელს განხორციელდა.