საბერძნეთის სანაპიროებს მიგრანტების მორიგი ნაკადი მიუახლოვდა

საბერძნეთის სანაპიროებს მიგრანტების მორიგი ნაკადი მიუახლოვდა."ბიბისის" ცნობით, 4 200 თავშესაფრის მაძიებელი ორი გემით პირეოსის პორტისკენ გაემგზავრა. პარალელურად დღეს ათენში მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა უნდა გაიმართოს.

მხოლოდ გასულ კვირას საბერძნეთში 23 000 მიგრანტი ჩავიდა. საბერძნეთის გარდა, მიგრანტების დიდი ნაკადის პრობლემას განიცდის ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც. ასობით მიგრანტი, რომელთა უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა, უნგრეთში ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზეა გაჩერებული. მათ პოლიცია ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გამგზავრების საშუალებას არ აძლევს.

მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერები 14 სექტემბერს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებენ.