ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, თუ ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები დროულად არ ჩატარდა, კურორტი აღარ იარსებებს

თუკი ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები დროულად არ ჩატარდა და სანაპირო არ გამაგრდა, კურორტი აღარ იარსებებს, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. დეპუტატის ინფორმაციით, ანაკლიაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა და კურორტი სრულიად მიტოვებულია.

აბაშიძემ სესიაზე ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებს მიმართა, ანაკლიის პრობლემას დროულად მიაქციონ ყურადღება.