მოსკოვი პირობას დებს, რომ აშშ-ის სანქციებს უპასუხებს

მოსკოვი პირობას დებს, რომ ვაშინგტონის ახალ სანქციებს უპასუხებს."ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

"აშშ-ის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ იგი ამ ხაზს გაყვება და ამას მათთვის არანაირი ნეგატიური შედეგი არ მოჰყვება", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. დღეს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი რამდენიმე რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. რუსულ იურიდიულ პირებს სანქციები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო დაუწესდებათ. სამიზნე კომპანიებს შორის მოხვდნენ კორპორაცია "მიგი" და "როსობორონექსპორტი", რომელთათვისაც ეს პირველი სანქცია არ იქნება, ასევე კომპანია "კათოდი".

აშშ-ის ე.წ. შავ სიაში ასევე მოხვდებიან ჩინური, ჩრდილოკორეული, არაბული, სირიული, სუდანური, ირანული და თურქული კომპანიებსაც. სანქციების ფარგლებში შეწყდება ყველა მიმდინარე ლიცენზია.