რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის Ad Black Sea სპეციალური სტუმარი მაიკლ კონრადი იქნება

რამდენიმე კვირაში ბათუმში სტარტს აიღებს რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი

Ad Black Sea, რომლის საპატიო სტუმარი და ჟიურის თავმჯდომარე მაიკლ კონრადი იქნება.

26 სექტემბერს, ფესტივალის სასემინარო პროგრამის ფარგლებში, ბერლინის კრეატიული ლიდერობის სკოლის (BerlinSchoolofCreativeLeadership) პრეზიდენტი მაიკლ კონრადი კრეატიული პროდუქტის შეფასებისთავის ლეგენდარულ „7+ to Heaven“ თეორიას წარადგენს.

მაიკლ კონრადი სარეკლამო ინდუსტრიაში გლობალური მასშტაბის ფიგურაა.

ის თითქმის 50 წელია წარმატებით მოღვაწეობს გერმანიის, აშშ-ის წამყვან სარეკლამო სააგენტოებში. მისი კრეატიული ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ სააგენტოებს არა ერთხელ მოუპოვებიათ „წლის სააგენტოს“ წოდება და ყველაზე მაღალი ჯილდოები პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში.

2007 წელს მან დააფუძნა ბერლინის კრეატიული ლიდერობის სკოლა, რომელიც მსოფლიო საკომუნიკაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება.

თავის გამოსვლაში მაიკლი მოგვიყვება წარმატებულ კონკურენციაზე, კრეატიული სრულყოფილების არსებულ სტანდარტებზე, საკუთარი საქმისადმი მიდგომის პერიოდული გადახედვის მნიშვნელობასა და ლიდერული ჩვევების განვითარებაზე.

იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ეს უკიდურესად საინტერესო მოვლენა, დარეგისტრიდით ფესტივალის საიტზე და გაირეთ აკრედიტაცია: www.adblacksea.com

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ფესტივალში მონაწილეობა და დასწრება უფასოა.