”ევროპაბეთი” შვედურმა კომპანია ”ბეთსონმა” შეიძინა

ქართული ბუქმეიქერული კომპანია Europe Bet  შვედურმა კომპანია ”ბეთსონმა” შეიძინა.

აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია ”ევროპაბეთში” ადასტურებენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია გარიგების თანხის შესახებ საჯარო არ არის.

რამდენიმე თვის წინ ბრიტანული sbcnews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვედურმა გამოცემა EGR-მა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ Betsson-სა და ”ევროპაბეთს” შორის გარიგების სავარაუდო თანხა 100 მილიონი ევრო იყო.

”ევროპაბეთი” ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან საქმიანობს. 2014 წელს კომპანიის მოგებამ დაახლოებით 18 მილიონი ევრო შეადგინა, ”ბეთსონის” მოგებამ კი 60,3 მილიონი ფუნტი.

”ბეთსონი” შვედეთში 1963 წელს დაარსდა. ინტერნეტით კომპანიამ ფსონების მიღება 2004 წლიდან დაიწყო.  ”ბეთსონის” ინდუსტრია აერთიანებს ”ევროკაზინოს”, ”ბეთსეიფს”, ”ტრიობეთს”, ”ნორდიკბეთს” და რამდენიმე სხვა ბუქმექერს.