ქრთამის აღების ფაქტზე, ვანის კომუნალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ ,,ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის" ადმინისტრაციის უფროსი, გია ნიკოლეიშვილი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკით უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.