ნავთობზე ფასები ეცემა

რამდენიმე დღიანი ზრდის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასები ეცემა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ლონდონის ICE Futures ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 0,5%-ით დაეცა და ბარელზე 50,23 დოლარი შეადგინა.

0,7%-ით, ბარელზე 45,94 დოლარამდე შემცირდა ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე WTI-ის ნავთობის ფასი.

წინა დღის ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასზე თითქმის 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ კვირას აშშ-ის ნავთობის მარაგები 4,67 მილიონი ბარელით - 455,428 ბარელამდე გაიზარდა.