პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს მოისმენენ

დღეს პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს მოისმენენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, შემოსულობების მხრივ ბიუჯეტში გადაჭარბებებია.

,,დღეს პარლამენტის კომიტეტები იწყებენ ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიშზე მსჯელობას. ეს ინფორმაცია უკვე მიწოდებულია პარლამენტისთვის. შემოსულობების კუთხით ექვსი თვეში გვაქვს გადაჭარბება, ხარჯვითი ნაწილის კუთხით კი 97% შესრულება. დღეს კომიტეტის სხდომებზე უფრო დეტალურად გავივლით, თუ რომელი სამინისტროს მიერ თანხების რა ათვისებას ჰქონდა ადგილი. წელს ყველაზე თანაბარი შესრულება გვაქვს ბიუჯეტის და კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტური თანაბარი ხარჯვა იანვარში და დეკემბერში ვერ იქნება. ეს მიუღწევადი იქნება ყოველთვის" , - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.