საერთაშორისო სავალუტო ფონდი - გლობალური ეკონომიკის ზრდა შემცირდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირებას ვარაუდობს.

IMF-ის დირექტორის კრისტინ ლაგარდის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პერსპექტივენი ივლისის პროგნოზთან შედარებით, გაუარესდა.

„ჩვენი ვარაუდით, გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპი ზომიერი დარჩება, თუმცა უფრო სუსტი, ვიდრე ამას ივლისში ვპროგნოზირებდით. ვითარება ორი ფაქტორით არის გამოწვეული - განვითარებულ ლქვეყნებს მოსალოდნელზე უფრო დაბალი ზრდა აქვთ, ასევე გრძელდება განვითარებადი ბაზრების ზრდის ტემპის შენელება, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

მისივე თქმით, აზიაში ეკონომიკური ზრდის ტემპებზე იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და არსებობს რისკი, რომ ეს ტემპი კიდევ უფრო შემცირდება ცოტა ხნის წინ ფინანსური ბაზრების არასტაბილურობის ზრდისა და ინვესტორთა მიერ რისკებისთვის თავის აცილების ზრდის ფონზე.

ივლისში IMF-მა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2015 წელს 3,5%-დან 3,3%-მდე შეამცირა. თუმცა ფონდის პროგნოზით, 2016 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 3,8% იქნება.