კერძო კუნძულები, რომელთა დაქირავებაც შეგიძლიათ (+ფოტო)

რა ღირს დევიდ კოპერფილდის კუნძულზე დასვენება

მსოფლიოს სხვადასხვა ეგზოტიკურ ქვეყნებში მდებარე კუნძულების შეძენა მდიდარ და ცნობილ ადამიანებს შორის დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს. ბევრი მათგანი სულ მცირე ერთი პატარა კუნძულის მფლობელი მაინც არის. აგვისტოში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის აგენტს დაქორწინების მილოცვის ნიშნად საბერძნეთში მდებარე კუნძული აჩუქა, რომლის ღირებულებაც გავრცელებული ცნობით, 3 მილიონი ევროდან 30 მილიონ ევრომდეა.

თუმცა, არის კერძო კუნძულებიც, რომელთა დაქირავება და კუნძულზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, შვებულების გატარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მაგრამ ცხადია, ეს ძვირად ღირებული სიამოვნებაა. გთავაზობთ იმ კერძო კუნძულების ჩამონათვალს, რომელთა დაქირავებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

გრენადა

გრენადაზე მდებარე კალივინის კუნძულის დაქირავება ერთ ღამეში 124 ათას დოლარად არის შესაძლებელია. სანაცვლოდ თქვენ 25 აპარტამენტსა და კოტეჯს მიიღებთ, სადაც 30-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

ბაჰამის კუნძულები

ბაჰამებზე განთავსებულ კუნძულ მუშა კეიზე დასვენების სანაცვლოდ დღე-ღამეში 57 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოთ. კუნძული მსოფლიოს ცნობილ ილუზიონისტს დევიდ კოპერფილდს ეკკუთვნის, რომელმაც მუშა კეი 2006 წელს 50 მილიონ დოლარად შეიძინა.

ვირჯინიის კუნძულები

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე განთავსებულ ლითლ ტეტჩიზე მდებარე კოტეჯი იდეალური ადგილია რომანტიკული დასვენებისთვის. კერძო კუნძულის მფლობელები ჯონ და ჯილ მეინიარდები არიან.

ფლორიდა

მწვანე ტურიზმის მოყვარულები შესანიშნავ დასვენებას მოიწყობენ ფლორიდაში მდებარე კუნძულ მელოდი კეიზე. კუნძულზე დასვენების ფასები დღე-ღამეში 2 ათასი დოლარიდან იწყება.

ფლორიდა-კისი

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე არქიპელაგ ფლორიდა კისზე განთავსებულ სისთა როკის კუნძულზე დასვენება დღე-ღამეში 6 500 დოლარი დაგიჯდებათ. კუნძულის გასაყიდი ფასი 11 500 000 დოლარია.

იხილეთ ფოტოგალერეა