თავდაცვის სისტემაში მომუშავე პირებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ

თავდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანები, რომლებიც ჩაფლულები არიან აზარტულ თამაშებში, ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს , - ამის შესახ დღეს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ განაცხადა.

"თავდაცვის სისტემაში მომუშავე პირებს ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ზომა ემსახურება ფსიქოლოგიურ გამოჯანსაღებას. ეს ემსახურება ამავე დროს პრევენციას, რადგან ადამიანები რომლებიც ჩაფლულები არიან აზარტულ თამაშებში, ეს არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ფორმა. ეს ასევე წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემას. დღესდღეობით აკრძალვა იყო სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მაგრამ ისეთი აკრძალვა, როგორც აქვს შსს-ს, რომ ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონია", - აღნიშნა დოლიძემ.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში შეიქმნება იურიდიული ცენტრი, რომელიც მოემსახურება იმ თანამშრომელთათვის დახმარებას და კონსულტაციას, რომლებსაც არა აზარტული თამაშებისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემები აქვთ.