პარლამენტმა პრეზიდენტის შეთავაზებული პროექტის განხილვა დაასრულა

პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" პრეზიდენტის შეთავაზებული პაკეტის განხილვა დაასრულა.დღეს მომხსენებელმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა მთავარი კანონიდან გამომდინარე პროექტები წარადგინა. მისი განმარტებით, გამომდინარე პროექტები მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს და კანონების არსებული სახით ძალაში დატოვებას ითვალისწინებს.

საკითხი კენჭისყრაზე 16:00 საათზე დადგება. 15:00 საათზე კი პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება.  მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტის შეთავაზებულ პროექტს მხარს არ უჭერს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.