საპარლამენტო უმცირესობა "ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით" კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

საპარლამენტო უმცირესობა "ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

როგორც "ნაციონალური მოძროაბის" წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უმრავლესობამ დღეს ბიძინა ივანშვილის სურვილი გაითვალისწინა, რომელიც ეროვნული ბანკის დაქვემდებარებას გულისხმობს.  რატიანს თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ამ კანონის მიღებას სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს.  "უმრავლესობამ აუსრულა სურვილი ბიძინა ივანიშვილს იმისა, რომ დაიქვემდებაროს საბანკო სექტორი. ფაქტია, რომ ეს კანონი ანგრევს საფინანსო სისტემას და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკას. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით შეგვეჩერებინა უმრავლესობა და აგვეხსნა მათთვის, რომ ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის, თუმცა ეს მათთაც კარგად ესმით. უმრავლესობის ნება დღეს იყო ნულის ტოლი. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს და ეს იქნება გაგრძელება იმისა, რომ შევაჩეროთ ამ კანონის მიღება", - განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტმა დღეს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.