სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დედაქალაქის მერია ელექტროენერგიის დანახარჯის სუბსიდირებას მოახდენს

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დედაქალაქის მერია ელექტროენერგიის დანახარჯის სუბსიდირებას მოახდენს.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით.  "თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გადასახადი მოსახლეობისთვის თითქმის გათაბრდა და თბილისის მერია მზად არის შესაბამისი ზომების გასატარებლად. იმისთვის, რათა ჩვენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ახალი ტარიფი მძიმე ტვირთად არ დააწვეს, მათთვის განხორციელედება ელექტროენერგიის დანახარჯის სუბსიდირება", - განაცხადა ლექვინაძემ.