საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის

4 სექტემბრიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახალი თურქული ავიაკომპანია BORAJET Airlines იწყებს. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით, სტამბული-ბათუმი-სტამბულის მიმართულებით შეასრულებს. ფრენები Embraer E190 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" მიერ შესაბამისი ნებართვა ავიარეისების განხორციელებაზე უკვე გაცემულია.