დიდ დიღომში მდებარე "ლელო სარასენსის" სარაგბო ბაზა გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თბილისში, დიდ დიღომში მდებარე "ლელო სარასენსის" სარაგბო ბაზას ოფიციალურად გახსნის.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ლელო სარასენსი" კიდევ ერთი რაგბის ბაზაა, რომელიც რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფონდ "ქართუს" დაფინანსებით მოეწყო.  მათივე ცნობით, მისი აშენებისთვის დაიხარჯა 5 მილიონ 640 ათასი ლარი. ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო.

"ბაზაზე განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივ საფარიანი მოედანი 1 750 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო მეორე ხელოვნურ საფარიანი სტადიონი სპორტსმენების სავარჯოშოდ არის მოწყობილი. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. "ლელო სარასენსის" ტერიტორია 2 ჰექტარს მოიცავს", - ნათქვამია განცხადებაში.