დღეს 783 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს კიდევ 783 დევნილ ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ბინები. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"წინა მთავრობის სხდომაზე 1200 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, თუმცა რატომღაც არც ერთ მედიასაშუალებას არ გახსენებია ამ საკითხის გაშუქება. მაგრამ, ჩვენ ამ გეგმას მივყვებით. უკვე ათასობით დევნილს დავუკანონეთ ბინები და გადავეცით საკუთრებაში", - განაცხადა პრემიერმა.