რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ის თანამედროვე რეკლამის გამოჩენილი სპეციალისტი ფარიდ ჩეჰაბი ესტუმრება

რეკლამის საერთაშირისო ფესტივალ Ad Black Sea-ის, რომელიც ბათუმში 24-27 სექტემბერს გაიმართება, განსაკუთრებული სტუმარი ფარიდ ჩეჰაბი ეყოლება. ფარიდ ჩეჰაბი, რომელიც LeoBurnett MENA-ს მმართველი საბჭოს საპატიო თავჯდომარე და მრჩეველია, Ad Black Sea–ზე დიზაინის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.  საკუთარი მოხსენების ფარგლებში ფარიდი ისაუბრებს თუ რა გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიები კრეატიულობაზე და გლობალურად წარმატებულ შემოქმედებით იდეებზე.

„შუა საუკუნეებში ადამიანები, რომლებსაც არ უნდოდათ შეემჩნიათ ბეჭდური გამოგონებების გავლენა მათ ცხოვრებაზე, ვერ გაუმკლავდნენ კომუნიკაციის პროგრესს - პარადიგმას, რომელსაც მათი ცხოვრების სამუდამოდ შეცვალა შეეძლო. იგივე ხდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ინოვაციების ეპოქაშიც. კრეატორები, რომლებიც ფიქრობენ რომ შეუძლიათ მხოლოდ სხარტი ტექსტებით და ლამაზი ვიზუალებით გავიდენ ფონს, შესაძლებელია განვითარების ფარგლებს გარეთ და საერთოდ სამსახურის გარეშეც დარჩენ. ახალი Chief Creative Officer-ი თავისუფლად შეიძლება იყოს Chief Inventor Officer-ი. ტექნოლოგიები სწრაფად იქცევა კომუნიკაციის ყველაზე გავლენიან ინსტრუმენტებად. ერთად გავეცნოთ მსოფლიო კრეატიულობის ახალ წესებს, რომლებიც მალე „კვანტურ გამოთვლებამდე“ მიგვიყვანს,“ - ასეთ ანონსს უკეთებს ფარიდ ჩეჰაბი თავის გამოსვლას.

-----------------

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea ტარდება ბათუმში 2015 წლის 24-27 სექტემბერს საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით. იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ეს უკიდურესად საინტერესო სემინარი, დარეგისტრირდით ფესტივალის საიტზე და გაირეთ აკრედიტაცია:  www.adblacksea.com

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას. არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ფესტივალში მონაწილეობა და დასწრება უფასოა.

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 4 სექტემბრამდე. სემინარულ პროგრამაზე დამსწრეთა რეგისტრაცია გრძელდება 11 სექტემბრამდე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: pr@adblacksea.com (Elena) www.adblacksea.com