დიმიტრი ქუმსიშვილი: ქალაქი აუცილებლად გამოძებნის რესურსს, რომ სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება მოახდინოს

ქალაქი აუცილებლად გამოძებნის რესურსს, რომ სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება მოახდინოს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში დენის გაძვირების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დათვლა, თუ რა თანხები იქნება საჭირო სუბსიდირებისისთვის.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შორის უკვე გაცვლილია მონაცემები. ამ წუთის მდგომარეობით, მიმდინარეობს გადათვლა, თუ რა თანხმები იქნება საჭირო სოციალურად დაუცველებისთვის სუბსიდირების ნაწილში. შესაბამისად, ქალაქი აუცილებლად გამოძებნის ამის რესურსს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის რანგში მთავრობის სხდომას დღეს პირველად დაესწრო.