გიორგი მარგველაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ხელს მოაწერს, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.  პარალმენტმა გუშინ ,,ეროვნულ ბანკთან" დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონპროექტი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს არ მოაწერდა, ხელმოწერა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მოუწევდა.