"ხუდონჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთელი წლის განმავლობაში საქართველოში დარჩება

"ხუდონჰესის" პროექტში ცვლილება შედის. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა , თუ ინვესტორი აქამდე ვალდებული იყო, გამომუშავებული ელექტროენერგია 3 თვის განმავლობაში საქართველოში დაეტოვებინა, ცვლილების შემდეგ მოუწევს, რომ მთელი წლის განმავლობაში დატოვოს.

"მიმდინარეობს 2011 წლის გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე საუბარი. კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, რომ ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სამი თვის ნაცვლად მთელი წლის განმავლობაში დატოვოს საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშილმა.

გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან დაწყებულია.