მსოფლიოში არსებულმა 250-მა უმსხვილესმა სავაჭრო ქსელმა გასულ წელს საერთო ჰამში 4,35 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი გაყიდეს. კომპანია Deloitte-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 250 უმსხვილეს სავაჭრო ქსელს შორის მხოლოდ ის კომპანიები მოხვდნენ, რომელთა წლიურმა შემოსავალმა გასულ წელს 3,7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ვებპორტტალმა Fullpicture მსოფლიოს ათი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის რეიტინგი წარმოადგინა.
1. Wal-Mart
ამერიკული სავაჭრო ქსელი Wal-Mart რეიტინგის ლიდერი აღმოჩნდა. ამ ქსელის მაღაზიები აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ჩინეთში, არგენტინაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და იაპონიაში წარმოდგენილი. ევროპაში კი Wal-Mart-ის მაღაზიებს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში შეხვდებით. 2014 წელს Wal-Mart-ის გაყიდვების მოცულობამ 476 მილიარდი დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 16,7 მილიარდი დოლარი. Wal-Mart-ის გიგანტურ ქსელში მსოფლიოს გარშემო 2,2 მილიონი ადამიანია დასაქმებული.
2. Costo
ამერიკული კომპანია აშშ-ში მაღაზიათა ქსელით cash&carry არის წარმოდგენილი. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 106 მილიარდი დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 2 მილიარდი დოლარი.
3. Carrefour
ფრანგული ქსელი Carrefour მსოფლიოს 33 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით „კარფურის“ შემოსავალმა 98,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
4. Schwarz
გერმანული ქსელი Lidl-სა და Kaufland-ის მაღაზიებს აერთიანებს. ქსელის მფლობელი დიტერ შვარცი კი ერთ-ერთი იდუმალი ბიზნესმენია, რომლის ფოტოც მედიაში ბოლო 20 წლის წინ გავრცელდა. კომპანიის შემოსავალმა 2014 წელს 98,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. „შვარცის“ ქსელის მაღაზიები 24 ქვეყანაშია.
5. Tesco
გასულ წელს ბრიტანული „ტესკოს“ შემოსავალმა 98,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას შარშანდელი შემოსავალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია.
6. Kroger
რეიტინგის მეექვსე პოზიციაზე აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელი აღმოჩნდა. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 98,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
7. Media Markt
გერმანული სავაჭრო კონცერნის მფლობელობაში არსებული Media Markt-ის შემოსავალი წინა წელს 86,4 მილიარდი ოლარი იყო. კომპანია 2 131 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს ევროპის, აფრიკისა და აზიის 33 ქვეყანაში. მაღაზიებში საერთო ჯამში, 280 ათასი ადამიანია დასაქმებული.
8. Aldi
რეიტინგის მერვე ადგილი გერმანული სუპერმარკეტების ქსელს ერგო, რომლის ბრუნვამ გასულ წელს 81 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის დამაარსებელი კრლ ალბერხტი, რომელიც შარშან გარდაიცვალა, გერმანიის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. მისი ქონება 17,2 მილიარდ ევროდ იყო შეფასებული.
9. The Home Depot
ჰიპერმარკეტების ამერიკულ ქსელს თითქმის 47-წლიანი ისტორია აქვს. კომპანიის შემოსავალმა 78 მილიარდი დოლარი შეადგინა.
10. Target
ამერიკული რითეილერი 1902 წელს დაარსდა და დღეისათვის აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში 200 მაღაზიას აერთიანებს. 2014 წელს ქსელის გაყიდვებმა 72,59 მილიარდი შეადგინა.
იხილეთ ფოტოგალერეა