"ჩვენი ეპოქა 20 წელი" - ასე ქვია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ 5 წიგნად გამოცემულ სერიას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს. წიგნების სერიაში წარმოდგენილია პუბლიკაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გაზეთ "კვირის პალიტრაში" იბეჭდებოდა.
bpn.ge პერიოდულად შემოგთავაზებთ მცირე ფრაგმენტებს წიგნების სერიიდან. ამჯერად კი წარმოგიდგენთ ამონარიდს 1996 წელს დაბეჭდილი პუბლიკაციიდან, რომელშიც "კვირის პალიტრა" მოსახლეობას ქვეყანაში უხარისხო ხორბლის შემოტანას ამცნობს.
"1996 წლის ივლისის დასაწყისში ორი ფრანგული ფირმის მიერ საქართველოში შემოტანილი
800 ტ უხარისხო ხორბლისგან გამომცხვარმა პურმა აღაშფოთა თბილისისა და რუსთავის მოსახლეობა. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან გამოძახებულმა
ფირმების წარმომადგენლებმა დაადასტურეს ხორბლის უვარგისობის ფაქტი. ამის გამო მათ
ელით დიდი ჯარიმის გადახდა მორალური და მატერიალური ზარალის საკომპენსაციოდ".
"კვირის პალიტრა", 1996 წ.
წიგნის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.palitral.ge/