1997 წელი: მდიდარი ქართველები შემოსავალს მალავენ

"ჩვენი ეპოქა 20 წელი" - ასე ქვია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ 5 წიგნად გამოცემულ სერიას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს. წიგნების სერიაში წარმოდგენილია პუბლიკაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გაზეთ "კვირის პალიტრაში" იბეჭდებოდა.

bpn.ge პერიოდულად შემოგთავაზებთ მცირე ფრაგმენტებს წიგნების სერიიდან. ამჯერად კი წარმოგიდგენთ ამონარიდს 1997  წელს დაბეჭდილი პუბლიკაციიდან, რომელშიც "კვირის პალიტრა" მოსახლეობას იმ პერიოდის საზოგადოების შემოსავლებს აცნობს.

"საქართველოში ღარიბებსა და მდიდრებს შორის განსხვავება ცხოვრების დონით 3-4-ჯერ

უფრო დიდია, ვიდრე დასავლეთში", – დაასკვნეს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის

დეპარტამენტის ექსპერტებმა. მათი გაანგარიშებით საქართველოში ღარიბებს 48-ჯერ ნაკლები შემოსავალი აქვთ, ვიდრე მდიდრებს. იმავდროულად, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემები რეალურ სურათს ვერ ასახავენ, რადგან მდიდარი ქართველები

შემოსავალს მალავენ."

"კვირის პალიტრა", 1997 წ.

წიგნის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.palitral.ge/