სემეკმა მოქალაქეებს 75 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეებს 75 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

"საკითხების უმეტესობა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. კომისიამ განიხილა მოქალაქეებზე კომპანიების მხრიდან განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების, ხანდაზმული დავალიანებების, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის საკითხები, აბონენტების ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ კომპანიის დადგენილებები. კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები წარმოადგინა კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტმა და ენერგოომბუდსმენის სამსახურმა. მთლიანობაში, სხდომაზე კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 75 191 ლარი შეადგინა.  კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც", - აცხადებენ სემეკში.