8 თვის მონაცემებით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა

2015 წლის 8 თვის მონაცემებით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი წინა წელთან შედარებით 46%-ით შემცირებულია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19 860 452 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო. ექსპორტის მატებაა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ყაზახეთი - 2%-ით (2 936 256 ბოთლი), ჩინეთი - 60%-ით (1 185 821), პოლონეთი - 1%-ით (1 020 394), ლატვია - 2%-ით (709 602), ლიტვა - 1%-ით (363 678), ესტონეთი - 37%-ით (297 432), გერმანია - 27%-ით (188 528), აშშ - 26%-ით (155 744), კანადა - 89%-ით (120 180), იაპონია - 7%-ით (90 194), ყირგიზეთი - 23%-ით (79 080), კორეა - 221%-ით (24 054) და სხვა. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, მთელ რიგ ქვეყნებში ექსპორტის მატების მიუხედავად, რეგიონში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-58%) და უკრაინაში (-63%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ გავლენა იქონია ექსპორტის 8 თვის საერთო მონაცემზე, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ით შემცირებულია. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი - 10 111 948 ბოთლი, ყაზახეთი -2 936 256, უკრაინა - 1 739 438, ჩინეთი - 1 185 821 და პოლონეთი - 1 020 394.

ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 677 415 ბოთლი (0,5ლ) ბრენდი, 18 ქვეყანაში - 75 036 ბოთლი (0,5 ლ) ბოთლი ჭაჭა.