ყველაზე უცნაური ნივთები, რაც eBay-ზე გაყიდულა

20 წლის წინ ონლაინ-მაღაზია eBay-ის დამფუძნებელმა პიერ ომიდიარმა გაფუჭებული ლაზერული მაჩვენებელი გაყიდა.ერთი წლის შემდეგ კი მისმა გაყიდვებმა ინტერნეტით 7.2 მილიონ დოლარს მიაღწია. დღეს ომიდიარის პირადი მოგება eBay-ის გაყიდვების შედეგად 8,4 მილიარდ დოლარს აღწევს.

„ფორბსმა“ eBay ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ბრენდად დაასახელა.

მას დღესდღეობით საშუალოდ 157 მილიონი მყიდველი და 25 მილიონი გამყიდველი ჰყავს. დაარსებიდან ოცი წლის განმავლობაში აღნიშნულ ონლაინ-მაღაზიაში არაერთი უცნაური ნივთი გაყიდულა. ასეთია მაგალითად:

1. ცხოვრების აზრი. 2000 წელს ჩრდილოეთ კალიფორნიაში მცხოვრებმა მამაკაცმა განაცხადა, რომ ის მიხვდა ცხოვრების აზრს და გადაწყვიტა ის eBay-ზე გაეყიდა. მან ცხოვრების აზრის 3,26 დოლარად გაყიდვა შეძლო.

2. ბებია. ინგლისელმა ათი წლის გოგონამ სცადა ინტერნეტით ბებია გაეყიდა. მან თავისი გასაყიდი ბებია დაახასიათა, როგორც „მომაბეზრებელი, თუმცა, სასიამოვნო“.

3. ბრიტნი სპირსის საღეჭი რეზინი. ერთ-ერთმა ქალბატონმა ამერიკელი მომღერლის ბრიტნი სპირსის მიერ დაღეჭილი რამდენიმე საღეჭი რეზინი გაყიდა. შედეგად მან 14,000 დოლარი დააგროვა.

4. მამაკაცის ცხოვრება. იან აშერმა მთელი თავისი ცხოვრება გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მათ შორის მისი სახლი, ყველა ნივთი რაც ეკუთვნოდა, ასევე სამსახურის საქმეზე დაწყებული სასამართლო პროცესიც. მან საკუთარი „ცხოვრების“ გაყიდვა 384,000 დოლარად შეძლო.

5. წარმოსახვითი მეგობარი. 22 წლის ლონდონელმა ჯორჯია ჰოროკსმა ფსიქოლოგის რჩევით თავისი წარმოსახვითი მეგობარი გაყიდა. წარმოსახვითი მეგობარი მან ფოსტით ვერ გაუგზავა მყიდველს, თუმცა, აუხსნა რომ იგი წარმოსახვით აგზავნიდა გაყიდულს.

6. ბავშვისთვის სახელის დარქმევის უფლება. 2009 წელს 36 წლის არკანზასელმა ქალბატონმა გადაწყვიტა eBay-ზე ბავშვისთვის სახელის დარქმევის უფლება გაეყიდა. შედეგად მან 6,800 დოლარის სარგებელი მიიღო.

7. ჯასტინ ტიმბერლეიკის ნახევრად ნაჭამი ე.წ ტოსტი. მომღერლის ტოსტი 2000 წელს 1,025 დოლარად გაიყიდა. მომღერალმა იგი ინტერვიუს დროს ნახევრად ნაჭამი დატოვა, რომელიც მოგვიანებით მისმა 19 წლის გულშემატკივარმა საკმაოდ სოლიდურ თანხად გაყიდა.

8. ქალწულობა. 18 წლის ბრიტანელმა გოგონამ eBay-ზე საკუთარი ქალწულობა გაყიდა. იგი ბიზნესმენმა იყიდა. გამომუშავებული თანხით გოგონამ კოლეჯის სწავლის საფასური გადაიხადა.

9. პაპის ქუდის ფორმის „დორიტოსის“ ჩიფსი. აღნიშნული ნივთი 2005 წელს 1,209 დოლარად გაიყიდა. მყიდველი რატომღაც ერთ-ერთი ონლაინ-კაზინო GoldenPalace.com გახდა.

10. ქილაში მოთავსებული მოჩვენება. ქილა, რომელშიც მის მფლობელს სჯეროდა, რომ მოჩვენება იყო მოთავსებული, eBay-ზე გაიყიდა. გამყიველმა მყიდველს განუცხადა, რომ ის არ იყო პასუხისმგებელი, თუ ქილიდან მოჩვენება გაიქცეოდა. უცნაური ნივთი საბოლოო ჯამში აუქციონზე 55, 000 დოლარად გაიყიდა.