შენობა, რომელიც არაერთი ადამიანის კრიტიკის და დაცინვის ობიექტი გახდა

ლონდონის ახალი ცათამბჯენი Walkie-talkie ყველაზე უსახურ შენობად დასახელდა.

ყოველ წელს ბრიტანული ჟურნალი Building Design-ი ქვეყანაში ყველაზე შეუხედავ შენობას ასახელებს. ჟურნალის რედაქცია არჩევს რამდენიმე ახალაშენებულ ნაგეგობას, შემდეგ კი ყველაზე არაესთეტიკურ შენობას მკითხველი ირჩევს. წლევანდელ ყველაზე მახინჯ შენობად ლონდონის ცენტრში აგებული ერთ-ერთი ცათამბჯენი დასახელდა, რომლის ფართობიც სართულების მიხედვით იზრდება. 37-სართულიანი შენობა ერთ-ერთი ყველაზე ახალია ლონდონში და უკვე არაერთი ადამიანის კრიტიკის და დაცინვის ობიექტი გახდა. ადგილობრივები ჩივიან, რომ ცათამბჯენის ფორმა ძლიერი ქარის შთაბეჭდილებას ტოვებს. ბოლო სამ სართულს კი კრიტიკოსები აეროპორტის ტერმინალს ამსგავსებენ. Walkie-talkie-ის მშენებლობა 2014 წლის აპრილში დასრულდა.

სხვა უსახურ შენობათა რიცხვში, რომელსაც მკითხველები ასახელებენ, მოხვდა ასევე Southampton’s City Gateway, რომელიც ძალიან ახლოსაა აგებული სხვა შენობებთან. შედეგად მეზობელი ნაგებობის ფანჯრებიდან მხოლოდ თეთრი კადრები ჩანს. ერთ-ერთ უსახურ შენობად სახელდება კემბრიჯის უნივერსიტეტში Gisborne Court-ის შენობა. ასევე YMCA-ს შენობა ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში, რომელიც კრიტიკოსების მოსაზრებით, წინასწარი დაკავების იზოლატორს უფრო ჰგავს, ვიდრე უსახლკარო ადამიანების დახმარების ცენტრს.

იხილეთ ფოტოგალერეა