რუსეთში შემოსავლების კლებას პროგნოზირებენ

რუსეთში წლის ბოლომდე შესაძლოა, რეალური შემოსავლების 4-5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდეს.ამის შესახებ რუსეთის შრომის მინისტრმა, მაქსიმ ტოპილინმა განაცხადა. „რთულია ამ ეტაპზე ზუსტი გამოთვლების გაკეთება, თუმცა, როგორც მოსალოდნელია რეალურმა შემოსავლება შესაძლოა, 4-5 პროცენტით იკლოს“, - აღნიშნა მან. უწყების ადრინდელი მონაცემებით კი, რუსების რეალური ანაზღაურების დინამიკა 2015 წლის ივლისში 1.4 პროცენტით გაიზარდა.

რუსეთის ეკონომიკა ბოლო ერთი წელია განსაკუთრებულ დაღმასვლას განიცდის. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების კლებამ და დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაასუსტა.