როგორ უნდა შეივსოს 9 მილიარდი ჯამი საკვებით? - მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგება

მსოფლიოში დღის განმავლობაში საკმარისი პროდუქტი იწარმოება იმისათვის, რომ დედამიწის მოსახლეობა - 7 მილიარდი ადამიანი გამოიკვებოს. მიუხედავად ამისა, ყოველ ღამე დასაძინებლად 805 მილიონი ადამიანი მშიერი წვება. ხოლო 2 მილიარდი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა.

სიღარიბე, პოლიტიკური არასტაბილურობა, შემოსავლების უთანასწორობა და მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში პროდუქციის გადაჭარბებით მოხმარება არის მიზეზი იმისა, რომ დღეს დედამიწაზე მილიონობით ადამიანი შიმშილობს. გაერო-ს მონაცემებით, საკვები პროდუქციის დაახლოებით 30 პროცენტს ნაგავში ყრიან. ამას თან ემატება კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული შედეგებიც, რაც სოფლის მეურნეობის სექტორს სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მომავალი წლების განმავლობაში ვითარება ამ მხრივ კიდევ უფრო გაუარესდება. 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს. ამიტომაც მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგება. ანალიტიკოსები ხშირად სვამენ კითხვას, თუ როგორ უნდა შეივსოს 9 მილიარდი ჯამი საკვებით, მაშინ როდესაც ამის რესურსი მსოფლიოს არ ექნება.