რა მოგება მოაქვს 4 თვის პრინცესას ბრიტანეთის ეკონომიკისთვის?

პრინცესა შარლოტა ჯერ ოთხი თვისაა და მან ბრიტანეთის ეკონომიკას უკვე დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ოდენობის სარგებელი მოუტანა. პატარა პრინცესა სულ ორჯერ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე - ერთხელ როდესაც ის დაიბადა და მერეჯერ როდესაც მონათლეს. თუმცა, მის მიერ მოტანილი სარგებელი ბიზნესისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

მაქმანებიანი მოსახვევი, რომლითაც ის საზოგადოებას გააცნეს, პოპულარული გახდა. მსგავსი მოსახვევები მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით რეკორდული სისწრაფით იყიდება. „მოსახვევი კვლავ ძალიან პოპულარულია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობის შეკვეთა მივიღეთ. მადლობა ყველა მედიასაშუალებას, რომელმაც ეს თემა გააშუქა“, - განაცხადა კომპანია G.H. Hurt & Sons-ის წარმომადგენელმა, რომელიც მსგავს მოსახვევებს ყიდის. იგივე შეიძლება ითქვას საბავშვო ეტლზეც, რომლითაც პრინცესა შარლოტა ნათლობის დღეს გამოჩნდა.

ოთხი თვის პრინცესას გარდა, საკმაოდ დიდი მოგება მოაქვს მის ძმას, პრინც ჯორჯსაც. მის მიერ მოტანილი სარგებელი 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება მათ დედას, ქეით მიდლტონს, იგი შვილებთან შედარებით ჯერჯერობით ლიდერია. ბიზნესისთვის მის მიერ მოტანილი სარგებელი 7.2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.