ბათუმში Le Meridien-ის ქსელის პირველი სასტუმრო გაიხსნება

ამერიკული კომპანია Starwood Hotels&Resort Worldwide დეველეპერულ კომპანია Red-co ltd-სთან ერთად ბათუმში ფრანგული საერთაშორისო ქსელის Le Meridien-ის პირველი სასტუმროს  გახსნას გეგმავს.

გამოცემა BusinessWire-ის ინფორმაციით, სასტუმროს გახსნა დაგეგმილია 2018 წლისთვის. ბათუმში გახსნილი Le Meridien-ის სასტუმრო ამ ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება საქართველოში.

ამერიკული კომპანიის წარმომადგენელთ განცხადებით, ბათუმში განთავსებული სასტუმრო 110 ნომრისგან შედგება. სასტუმრო კომპლექს „ბათუმი თაუერში“ იქნება წარმოდგენილი.

„მოუთმენლად ველით Le Meridien-ის გახსნას საქართველოში, რომელიც მზარდ ბაზარს წარმოადგენს აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე. ბათუმი Le Meridien ცნობისმოყვარე და კრეატიულ მოგზაურებს შესთავაზებს აღმოაჩინონ ბატუმის კულტურა, ხელოვნება და ტრადიული სამზარეულო“, - განაცხადა ბრიტანული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ბარტ კარნაჰანმა.

სასტუმროს 110-ვე ნომერს ხედი შავ ზღვაზე ექნება. სასტუმროში იფუნქციონირებს ორი რესტორანი, სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი.

Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.