ანალიტიკოსები iPhone-ის გაყიდვების შემცირებას პროგნოზირებენ

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, KGI Securities-სა და Pacific Crest-ის ანალიტიკოსები კომპანია Apple-ის სმარტფონების გაყიდვების შემცირებას ვარაუდობენ.

ანალიტიკოსთა პროგნოზით, iPhone 6s-ის გამოსვლის შემდეგ, გასულ წელთან შედარებით, iPhone-ების გაყიდვები შემცირდება.

„ბლუმბერგის“ ანალიტიკოსის ჯონ ბატლერის განცხადებით, iPhone 6 და iPhone 6 Plus-ის მოდელები ანომალიურად დიდი რაოდენობით იყიდება, ამიტომ iPhone 6s-ის გამოსვლის შემდეგ 2016 წლის პირველ კვარტალში Apple-ის სმარტფონების გაყიდვები შემცირდება. თუმცა, მისივე განმარტებით, შემცირება არ იქნება ისეთ დონეზე, რომ კომპანიამ დიდი ზარალი ნახოს.