როგორ აიმაღლოთ პროდუქტიულობა - წარმატებული ადამიანების რჩევები

პროდუქტიულობის ზრდა ის თვისებაა, რომლისკენაც ყველა კომპანია და ყველა თანამშორმელი ისწრაფვის. ბევრი ადამიანი ფიქრობს, როგორ აიმაღლოს პროდუქტიულობა სხვადასხვა სფეროში, თუმცა პროდუქტიულობა არ ნიშნავს მხოლოდ ბევრ მუშაობს.

პორტალი SmartBusinessTrends  წარმატებული და ცნობილი ადამიანების რჩევებს გთავაზობთ.

"კონცენტრირდით რამდენიმე საგანზე" - სტივ ჯობსი

თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში სტივ ჯობსი არა ერთხელ აღნიშნავდა, რომ მულტიფუნქციურობას არ აღიარებდა. ამის დასტური კი ნამდვილად არის Apple-ის მუშაობის მოდელი. როდესაც ჯობსი Apple-ში მეორეჯერ მივიდა, პირველი, რაც გააკეთა, კომპანიაში არსებული უამრავი პროდუქტი რამდენიმემდე შეამცირა. ჯობსის აზრით, მულტიფუნქციურობა კლავს, რადგან თქვენ ვერ ახერხებთ ერთ კონკრეტულ თემაზე კონცენტრირებას, რაც თავის მხრივ, ხარისხზეც აისახება.

"შექმენით რუტინა" - ჰარუკი მურაკამი

ცნობილი იაპონელი მწერლის ჰარუკი მურაკამის აზრით, ადამიანებს რუტინა სჭირდებათ, რათა უკეთესად განსაზღვრონ საკუთარი პრიორიტეტები. მურაკამის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მკაცრი რუტინა - დილის 5 საათზე ადგომა და საღამოს 10 საათზე დაძინება. "მკაცრ რუტინას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს შემოქმედებაში და სწორედ ის გეხმარებათ პროდუქტიულობის ზრდაში".

"ადექით ადრე" - დონალდ ტრამპი

ეს ის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომელსაც მკაცრად იცავენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. სხვადასხვა კვლევების თანახმად, ადამიანური ტვინი პროდუქტიულობის პიკზე სწორედ ადრე დილით იმყოფება. სწორედ ამიტომ დილით ადრე ადგომა ბევრი სუპერპროდუქტიული ადამიანის წარმატების საიდუმლოა. ერთ-ერთი მათ შორის კი დონალდ ტრამპია, რომლის დღეც დილის 5 საათზე იწყება.

"დაისახეთ მიზნები და შეეცადეთ, მათ მიღწევას" - სტივენ კინგი

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ავტორი მიიჩნევს, რომ მიზნის დასხვა უმნიშვნელოვანესია. თავის წიგნში On writing ის მკითხველს ურჩევს, დღეში დაახლოებით 1000 სიტყვა დაწერონ და 4-5 საათის განმავლობაში იკითხონ.

"ისწავლეთ არას თქმა" - უორენ ბაფეტი

მილიარდერი და ინვესტორი უორენ ბაფეტი მიიჩნევს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ისწავლოს საკუთარი დროის გაკონტროლება, მაგრამ ეს არ მოხდება, ვიდრე ადრ ისწავლის უარის თქმას.

"თავი აარიდეთ გადაჭარბებული დოზით მუშაობას" - ფსიქოლოგები

ფსიქოლოგების გარდა, ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანი მიიჩნევს, რომ მუშაობის დროს აუცილებელია შესვენებების გაკეთება. ასეთი მეთოდი ხელს უწყობს ეფექტურობის გაზრდას. ტაიმ-მენეჯმენტის ბევრი გურუ გირჩევს, რომ ერთი საათის განმავლობაში 50 წუთი იმუშაოთ, 10 წუთი კი დაისვენოთ. ცნობილია, რომ უინსტონ ჩერჩილი შუადღით წაძინების დიდი მოყვარული იყო. იაპონურ კომპანიებში კი თანამშრომლებს უფლება აქვთ დღისით რამდენიმე წუთი წაუძინონ, რათა ამით საკუთარი პროდუქტიულობა გაზარდობა.