ბუქარესტის მერი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი

რუმინეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა წუხელ გვიან ღამით ბუქარესტის მერი სორინ ოპრესკუ ქრთამის აღების ბარალდებით დააკავა.

AP-ის ინფორმაციით, ოპრესკუ ქალაქის ადმინისტრაციასთან მომუშავე ერთ-ერთი კომპანიისგან 25 ათასი ევროს ოდენობის ქრთამის სახით აღებაშია ეჭვმიტანილი.

ამ ეტაპზე სორინ ოპრესკუ 24 საათით არის დაკავებული, თუმცა პროკურატურა მისი 30 დღით დაკავებას ითხოვს.

რუმინეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, 2013-2015 წლებში ფირმები, რომლებიც მერიასთან კონტრაქტით თამაშრომლობდნენ, იძულებული იყვნენ მოგების 70% მაღალი რანგის ჩინოვნიკებისთვის გადახადათ. ამასთან, ქრთამის 10% უშუალოდ ბუქარესტის მერის ხელში ხვდებოდა.

63 წლის ოპრესკუ ბუქარესტის მერის პოსტს 2008 წლიდან იკავებს.