ფინეთის პრემიერ-მინისტრი ლტოლვილებს საკუთარ სახლში განათავსებს

ფინეთის მილიონერი პრემიერ-მინისტრი იუხა სიპილა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საკუთარ სახლს ლტოლვილებს დაუთმობს.

ფინეთის პრემიერის განცხადებით, სირიელ თავშესაფრის მაძიებლებს კემპელეში მდებარე მის სახლში დარჩენა 2016 წლის დასაწყისიდან შეეძლებათ.

„სარკეში უნდა ჩავიხედოთ და საკუთარ თავს ვკითხოთ, რითი შეგვიძლია ამ ხალხის დახმარება“, - განაცხადა იუხა სიპილამ.

Huffington Post-ის ინფორმაციით, ფინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების რიცხვი 30 ათასამდე გაზარდა. გასულ წელს ეს ციფრი 3 600 იყო.

თავის მხრივ, დღევანდელ მესაზე რომის პაპმა ფრანცისკმა კათოლიკურ მრევლს ლტოლვილთა შეფარებისკენ.

გუშინ მიუნხენში 7 ათასი მიგრანტი ჩავიდა.