ნავთობი კვლავ გაიაფდა

ნავთობზე ფასი 50 დოლარს ქვემოთ დაეცა. „ბლუმბერგის“ მონაცემებით, დღევანდელი სავაჭრო ესიის შედეგად, ლონდონის ICE Futures ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,6%-ით გაიაფდა და ბარელზე 49,30 დოლარი შეადგინა.

ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე WTI-ის ნავთობზე ფასი 1%-ით - ბარელზე 45,63 დოლარამდე შემცირდა.

გასული კვირის ბოლოს ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ოპეკ-ის წევრის ქვეყნების რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, აუცილებელია შეთანხმდეს მექნიზმები, რომლებიც ნავთობზე ფასების სტაბილიზირებას მოიტანს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ბიუჯეტის ხარჯების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის ვარდნის გამო.