ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება კვლავ 2.3805 ლარია

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება კვლავ 2.3805 ლარია.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3805 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, ასევე 2.3805 ლარს შეადგენდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6545 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6495 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.