ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს ხის მასალით დაეხმარა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სტიქიით შედეგად დაზარალებულ ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს ხის მასალით დაეხმარა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სააგენტომ ყვარლის მუნიციპალიტეტს 63, ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს 62 კუბური მეტრი ხის მასალა უსასყიდლოდ გადასცა. მომსახურების სააგენტო მზად არის საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დახმარება გაუწიოს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს.