"თბილისის აეროპორტში" 7 ცალი არადეკლარირებული IPHONE 6 აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა "თბილისის აეროპორტში" 7 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი IPHONE 6 აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქე ვ. კ. საბაჟო გამშვებ პუნქტზე "თბილისის აეროპორტი" მობილური ტელეფონების კანონდარღვევით შემოტანას შეეცადა. მათივე ცნობით, მისი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 7 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი "IPHONE 6" აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9 510 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მგზავრს სანქციის სახით 9 510 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.