ქვეყნები, სადაც ცხოვრება იაფი დაგიჯდებათ (+ფოტო)

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მესამე ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა და ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ძვირდება გადასახდები, პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასები, არის ქვეყნები, სადაც ცხოვრება ძალიან იაფია.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც 1 დოლარად შეგიძლიათ კარგად ისადილოთ, 100 დოლარად კი მთელი თვის განმავლობაში იცხოვროთ.

ინდონეზია

ინდონეზიაში ხელგაშლილად ცხოვრება მცირე ბიუჯეტითაც შეგიძლიათ. ფასები ამ ქვეყანაში ძალიან დემოკრატიულია: აქ შეგიძლიათ 1 დოლარზე ნაკლებ თანხად ისადილოთ, ყოველთვიურად კი 150 დოლარად შესანიშნავად იცხოვროთ. თუმცა, ინდონეზიაში უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონეა, ამიტომ თუ აქ ცხოვრებას გადაწყვეტთ, ინტერნეტით მოგიწევთ მუშაობა.

კამბოჯა

კამბოჯა იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე იაფია. თუმცა, ძვირი არც ამ ქვეყანაში ცხოვრებაა. სულ რაღაც 5 დოლარად ადგილობრივი მეთევზეები უგემრიელეს კერძებს მოგიმზადებენ პირდაპირ თქვენს თვალწინ. ნებისმიერი სახის ზღვის პროდუქტების შეძენა კი 1-2 დოლარად არის შესაძლებელი. თუმცა, კამბოჯა მეტწილად იმ ადამინებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც ცივილიზაციიდან შორს ცხოვრება უყვარს.

ლაოსი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო განთქმულია ულამაზესი მთებით, ბუდისტური მონასტრებითა და მდინარეზე მოცურავე ნავებით, რომლებიც სასურველ კაფე-ბართან მიგიყვანთ. ლაოსში დღე-ღამეში ცხოვრება 9-დან 20 დოლარამდე დაგიჯდებათ, სადილი კი 1-დან 5 დოლარამდე.

ტაილანდი

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს შორის ტაილანდი აზიურ ქვეყნებთან შედარებით, მცირედით ძვირია, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ ცხოვრება მაინც იაფია.

მთლიანი სახლის დაქირავება ტაილანდში ყოველთვიურად 160-320 დოლარი დაგიჯდებათ, სადილი 1-3 დოლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაილანდის ზოგიერთ სოფლებში, ჯუნგლების შუაგულში სახლის დაქირავება დღე-ღამეში 4 დოლარად შეგიძლიათ.

ინდოეთი

ეკონომიკური თვალსაზრისით ინდოეთში ცხოვრება საკმაოდ ხელსაყრელია. 100-110 დოლარი საკმარისია იმისთვის, რომ მთელი თვის განმავლობაში ორ ადამიანზე აპარტამენტები იქირავოთ. ქათმის გემრიელი წვნიანი სულ რაღაც 40 რუპი (დაახლოებით 60 ცენტი) დაგიჯდებათ, მთლიანი სადილის სანაცვლოდ კი 1-2 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

ნეპალი

ნეპალი ნამდვილი სამოთხეა შეზღუდული ბიუჯეტის მქონე ტურისტებისთვის. კვებისთვის შეგიძლიათ დღეში მხოლოდ 1 დოლარი გამოყოთ. თუმცა, რესტორანში სადილი ოდნავ ძვირი დაგიჯდებათ - ყველაზე ძვირი კერძი ნეპალის რესტორნებში 8 დოლარი დაგიჯდებათ, კატმანდუში ერთოთახიანი ბინის დაქირავება კი დღეში 1-2 დოლარი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი 0,2 დოლარი ღირს.

ჩინეთი

ნეპალისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, ჩინეთი საკმაოდ ძვირი ქვეყანაა. თუმცა სხვა დიდ ქვეყნებთან შედარებით, აქ მართლაც სიიაფეა, განსაკუთრებით ტრანსპორტის მხრივ. ასე მაგალითდ, ტაქსით მგზავრობა 1 დოლარი ღირს, სადილი კი 2 დოლარი.

ბულგარეთი

ბულგარეთში ბინის დაქირავება თვეში 200 დოლარად შეგიძლიათ , ერთი ბოთლი ლუდის შეძენა კი სულ რაღაც 0,80 დოლარად.

ნიკარაგუა

დაწყებული კვებიდან, დამთავრებული ბინის დაქირავებით ამ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან იაფი ღირს. თვეში 995 დოლარად ორ ადამიანს შეუძლია მეფურად იცხოვროს - დაიქირავოს დიდი, მდიდრული სახლი, გადაიხადოს გადასახადები, ისადილოს რესტორანში და იყოლიოს შინამოსამსახურე.

გვატემალა

გვატემალაში ბინის დაქირავება ყოველთვიურად 200 დოლარის სანაცვლოდ შეგიძლიათ. ასევე საკმაოდ იაფი ღირს კვებაც - კვირაში 24 დოლარი.

ჰონდურასი

ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადმზარდი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში. ამიტომ აქ ყველაფერი ძალიან იაფი, ლამაზი, მხიარული და გემრიელია. რესტორანში გემრიელი კერძის შეკვეთა სულ რაღაც 3 დოლარად შეგიძლიათ.

მექსიკა

მექსიკის ქალაქი გუანახუტაო ნამდვილი სამოთხეა ტურისტებისთვის. ქალაქში ბინის დაქირავება 150-200 დოლარი ღირს ერთი თვის განმავლობაში, ბარში ლუდის სანაცვლოდ 1 დოლარის გადახდა მოგიწევთ, კინოს ბილეთს კი 3 დოლარად იყიდით.

ალბანეთი

ალბანეთის სამხრეთ ოკეანეთი იდეალური ადგილია მშვიდი ცხოვრებისთვის. ბინის დაქირავება თვეში 100-120 დოლარად არის შესაძლებელი, ერთი ბოთლი ლუდი კი 90 ცენტი ღირს. კაფეში ზღვის პროდუქტებით დამზადებული კერძის საშუალო ფასი 6 დოლარია, ერთი ბოთლი ღვინო კი 6 დოლარი ღირს.

იხილეთ ფოტოგალერეა