რუს მინისტრებს 2,5 მილიონ რუბლზე ძვირად ღირებული მანქანების ყიდვა აეკრძალათ

2016 წლიდან რუსი მინისტრები საკუთარი მოხმარებისთვის ვეღარ შეუკვეთავენ 200 ცხენის ძალაზე მეტი სიმძლავრისა და 2,5 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების ავტომობილის შეკვეთას.

რუსული მედიის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა. გარდა ძვირად ღირებული მანქანებისა, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მინისტრებსა და მათ ხელმძღვანელებს ასევე აეკრძალათ სმარტფონების შეძენა, რომელიც 15 ათას რუბლზე ძვირი ღირს. დოკუმენტის თანახმად, ძვირად ღირებული და ნატურალური ტყავით გაწყობილი ავეჯის შეძენა მხოლოდ მაღალჩინოსანი პირებისთვის იქნება ნებადართული.