"დელტამ" კახეთში სეტყვასაშიში ღრუბელი გაანეიტრალა

კახეთში სეტყვასაშიში ღრუბელი განეიტრალდა. "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის ინფორმაციით,  7 სექტემბრის 17:20 საათზე კახეთის რეგიონში თელავის რაიონის თავზე სეტყვასაშიში ღრუბლის მასა დაფიქსირდა.

"17:40 საათისთვის ღრუბლის ფართობმა 24 კმ2-ს მიაღწია, სეტყვის ალბათობა 80% იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი - 30 მმ. მომდევნო 15 წუთის განმავლობაში ღრუბლის ფართობი 41 კმ2-მდე გაიზარდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი - 40 მმ-მდე. პროცესის გასანეიტრალებლად სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 17:40, 17:48 და 17:55 საათებზე განხორციელდა ღრუბლის სარაკეტო დამუშავება. აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების სრული ნაწილი ადგილზე წვიმის და უწვრილესი უვნებელი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა",- ნათქვამია ინფორმაციაში.