კახეთში ყურძნის ფასთან დაკავშირებით აქციები გრძელდება

კახეთში ყურძნის ფასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გრძელდება. ამჯერად, ყურძნის ფასის გაზრდის და ღვინის ქარხნების გახნის მოთხოვნით სოფელ კარდენახის მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი ნახევარი საათით გადაკეთა. გზა პოლიციის ჩარევის შემდეგ გაიხსნა.

ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ღვინის ქარხნებთან შუამდგომლობის გაწევას სთხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ღვინის კომპანიები ყურძენს ერთ ლარზე ნაკლებ ფასად ჩაიბარებენ, ისინი ყურძნის დაკრეფვას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებს შეხვდა რაიონის გამგებელი და რთველი 2015 -ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი. გიორგი სამანიშვილის განცადებით, არც ერთ მევენახეს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რაც შეეხება ფასს ამას ბაზარი დაადგენს.